საზოგადოებრივი
104.5 FM

გიორგი კოხრეიძე

დაბადების თარიღი: 
1967 წლის 14 ივნისი 

განათლება: 

1990-1995 წწ. - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი; საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. 


კომპიუტერული გამოცდილება: 

PC Software and Hardware, MS office programs (Word, Excel, Access, PowerPoint and etc.), Pagemaker, Windows, Internet, Photo Express, Photoshop, WinZip, WinRar etc. Premiere. 

სამსახურეობრივი გამოცდილება: 

1990-1995 წწ. - შშმ პირთა სპორტული ფედერაცია, საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი. 

1995-1999 წ. - არასამთავრობო ორგანიზაცია "ინვალიდთა ლიგა"; დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; თავმჯდომარის მოადგილე. 

1997-1999 წ. - არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭო"; თავმჯდომარის მოადგილე; 

1999-2004 წწ. - საქართველოს პარლამენტი; საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი; შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ქვეკომიტეტის თავმჯდომარე. 

2005 წლიდან 2014 წლის მაისამდე - ტელეკომპანია "202"-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 

2006-2011 წწ. - ა/ო "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის"; კონსულტანტი შშმ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

2011 წლიდან - არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის"; დამფუძნებელი, გამგეობის თავმჯდომარე. 

უცხო ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (კარგად), ინგლისური (კარგად). 

განხორციელებული პროექტები: 


2011 წ. - თბილისის ინფრასტრუქტურის ფოტო-მონიტორინგი (ხორციელდებოდა შშმ პირთა დაფინანსებით) - პროექტის ავტორი და დირექტორი. 

2011 წ. - "ქვეყნის დამოუკიდებლობიდან - ჩემს დამოუკიდებლობამდე". პროექტი ითვალისწინებდა შშმ პირთა სპორტულ აქტივობებს (დაფინანსების წყარო: ქ. თბილისის მერია, კერძო კომპანიები) - პროექტის დირექტორი. 

2012-2014 წწ. - "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა". პროექტი ითვალისწინებდა შშმ პირთა სპორტულ, ექსტრემალურ და კულტურულ აქტივობებს (დაფინანსების წყარო: ქ. თბილისის საკრებულო, კერძო კომპანიები) - პროექტის ავტორი და დირექტორი. 

2012 წ. - "შშმ ახალგაზრდები ახდენენ სამოქალაქო ცვლილებებს" (დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი) - პროექტის კოორდინატორი. 

2012 წ. - "მე ვიცავ უფლებებს" (დონორი: ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო") - პროექტის კოორდინატორი. 

დამატებითი ინფორმაცია: 

1995 წელს მყინვარწვერზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპედიციისთვის დაჯილდოვდა "მეგობრობის ორდენით". 

2003 წელს საინვალიდო მოძრაობაში განსაკუთრებული წვლილისთვის ორგანიზაცია "წმინდა თამარ მეფის ორდენის" მიერ დაჯილდოვდა პირველი ხარისხის ორდენით. 

2013 წელს შშმ პირთა ორგანიზაციების გაერთიანებულ ყრილობაზე (მონაწილეობდა 98 საზოგადოებრივი ორგანიზაცია) აირჩიეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებულ შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭოს წევრად. 

უახლესი