საზოგადოებრივი
104.5 FM

ირაკლი პაპავა
განათლება:

1969-1974 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიოლოგიის ფაკულტეტი
1976 -1978 - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის კათედრის ასპირანტურა
1978-1982 - თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი სამეცნიერო - პოპულარული და დოკუმენტური კინოს განხრით (გურამ ჟვანიას სახელოსნო).  

სამუშაო გამოცდილება:  

1982 - დღემდე - საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანე“ - რეჟისორი  
1990-199 - ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტის ლექტორი (დოკუმენტური კინოს დრამატურგია)
1992-1995 - საქართველოს პარლამენტის აპარატის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი
1995-2000 - შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის სამდივნოს უფროსი    
2000-2005 - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურის სააგენტო“-ს დირექტორი   
 
შემდეგი დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორი და რეჟისორი:

2015 - დოკუმენტური ფილმი „მე ნივთი არა ვარ“ - რეჟისორი (ეძღვნება ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს) 
2008 - „ისლამი საქართველოში“ - რეჟისორი ( ბუბა  ხოტივართან ერთად ) 
2005 - „ლეჰაიმ“ - ქართველ ებრაელთა კონგრესი საქართველოში - რეჟისორი (ბუბა  ხოტივართან ერთად)
 2004 - „ნათელი იგი“ - ნიკო და ზურაბ ჭავჭავაძეების ცხოვრება და მოღვაწეობა - რეჟისორი 
2003 - „მარკოზის სახარება“(ირაკლი  ფარჯიანის  ნახატების მიხედვით) - რეჟისორი   
2002 - „ქეთევან წამებულის ნაკვალევზე“ (ექსპედიცია  ინდოეთის  ქ. გოაში) - რეჟისორი 
1990 - „წმინდა შტო ბზისა“ ( გრიგოლ ფერაძის ცხოვრება და მოღვაწეობა) - რეჟისორი 
1989 - „ნაცნობი უცნობები“ - უსინათლოთა ცხოვრების შესახებ - რეჟისორი
1988 - კინოდილოგია  „ნაძარცვის კვალდაკვალ“ - ქართული კულტურის ძეგლების თავგადასავალი - რეჟისორი (რ.თაბუკაშვილთან ერთად) 
1987 - „საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი“ - ექვთიმე თაყაიშვილი - რეჟისორი (რ.თაბუკაშვილთან  ერთად)
1986-1987 - „ფრანგული დღიური“ - საფრანგეთის ქართული ემიგრაციის მოღვაწეობა - მეორე რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი - რ. თაბუკაშვილი) 
1986 - „პირველად იყო სიტყვა“ - ქართული წიგნის ისტორია - მეორე რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი - რ. თაბუკაშვილი) 
1986 - „ქართული ჯიშები“ - სამეცნიერო-პოპულარული ფილმი - რეჟისორი
1985 - „კაი ყმა“ - რეჟისორი
1985 - კინოდილოგია „მთანი მაღალნი“ - ვიტორიო სელა და მიხეილ ხერგიანი - რეჟისორი (დამდგმელი რეჟისორი - რ. თაბუკაშვილი)
1984 - „მაღლა ცაში ავფრინდები“ - ვიქტორ ხომერიკის მოგზაურობა საქართველოში - რეჟისორი
1983 - „მე ლაზი ვარ“ - ლაზი მხატვრის ხასან ხელიმიშის ცხოვრება და მოღვაწეობა - რეჟისორი

სცენარების ავტორი:      

„იხარე  შვრიის  მარცვალო...“ ( ქართული  ლუდის  ისტორია; 2014); „შენ  დაბრუნდები, დედაო!“ (ექვთიმე  თაყაიშვილის  ცხოვრება; 2013); „ნიკო ბურის ომი და მშვიდობა“ (2012); „ლელობურთის თავგადასავალი“ (2010-2011); „ადამიანი ამფიბია“ (ჰენრი კუპრაშვილი; 2009); „ისლამი საქართველოში“ (2008); „ლეჰაიმ“ (2005); „ნათელი იგი“ (2004); „მარკოზის სახარება“ (2003); „ქეთევან წამებულის ნაკვალევზე“ (2002); „ წმინდა შტო ბზისა“ (1990); „ნაცნობი უცნობები“ (1989); „ფრთხილად  სტრესებია“ - ( რეჟისორი - კ. კუზანოვი; 1989); „ხე მრუდი და ხე მართალი“ - ( რეჟისორი - ი. ტრიპოლსკი; 1987); „კაი ყმა“ (1985); „მე ლაზი ვარ“ (1983);

 განხორციელებული პროექტები:

2003 - კინოექსპედიცია - „საქართველოს აბრეშუმის გზა“ - მონაწილეობა და კინოგადაღებები - ( ყაზახეთი - აზერბაიჯანი - თურქეთი - ბულგარეთი - რუმინეთი - მოლდოვა - უკრაინა - საქართველო - ექსპედიციის მიერ მოპოვებული დოკუმენტური და კინომასალა ინახება კინოსტუდია „ნეო სტუდიაში“). 
2002 - ქართული ხალხური სიმღერის პირველი საერთაშიროსი  ფესტივალის  - თანაორგანიზატორი და საინფორმაციო უზრუნველყოფის ხელმძღვანელი - „მე-9 არხის“ ბაზაზე - ანზორ ერქომაიშვილთან და ბუბა ხოტივართან ერთად. 
2002 - „ქართულ-ამერიკული კალენდარი“ - (საუკუნის წინანდელი ქართული და ამერიკული ისტორია ფოტოებში) - პროექტი შესრულებულია აშშ-ს საელჩოსა და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“-ს ხელშეწყობით. 
2000 - „ქართველი ემიგრანტის, ვანო ქიქოძის მიერ ტაო-კლარჯეთში 60 წლის წინ გადაღებული ქართული არქიტექტურული ძეგლები (400 სლაიდი) თანამედროვე ელექტრონული ვერსიის შექმნა და არქივირება თბილისის სახელმწიფო არქივის ბაზაზე. 
1988 - 1998 - 2000 - „ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მიკვლევის სამი სამეცნიერო კინოექსპედიციის მონაწილე - ინდოეთის ქ. გოა)  
1999 - „ვიტორიო სელას“ - იტალიელი ფოტოგრაფისა და მოგზაურის საუკუნის წინანდელი ფოტოების გამოფენა - (ორგანიზატორი-საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემაულეთა დეპარტამენტი) იტალიის საელჩოს მონაწილეობით. 
1998 - „კულტურის სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“  (გამოქვეყნებულია გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ - 1998 წლის 5 თებერვალი) 
ჯილდო: 
2014 წელს დაჯილდოებულია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ჯვრის მედლით ფილმისათვის „ალექსი ბერი“.

 უცხო ენები: რუსული, ინგლისური.

უახლესი