საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების პროექტი საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნდა

გამოქვეყნებულია 2015-07-21 13:38:00


სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ 2015 წლის 28 აპრილის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ (მისამართი: თბილისი, მ. კოსტავას ქ. N 68) დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო „მაუწყებლოსბის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-20 და 30-ე მუხლებიდან გამომდინარე, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების საფუძველზე, საზოგადოებას საჯარო განხილვისათვის წარუდგენს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტს.

იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდი: www.gpb.ge, ახალი ამბები და ღონისძიებები.

ვებგვერდზე, ასევე, განთავსებულია აღნიშნულ საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

პროგრამული პრიორიტეტების პროექტთან დაკავშირებით, შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წერილობით წარმოადგინოთ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებლში“ (მისამართი: თბილისი, მ.კოსტავას ქ. N 68) 20 სამუშაო დღის განმავლობაში, 2015 წლის 30 აპრილიდან 2015 წლის 29 მაისის ჩათვლით.

პირი უფლებამოსილია, საკუთარი მოსაზრების წარდგენისას არ მიუთითოს თავისი ვინაობა.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს სხდომა ჩატარდება არაუგვიანეს 2015 წლის 30 ივნისისა, რომლის თაობაზეც საზოგადოება დამატებით იქნება ინფრომირებული.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭო სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს აღნიშნული სხდომის ჩატარებიდან/დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
1394

უახლესი