საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

27 აპრილს საზოგადოებრივ რადიოს რეჟისორი ჯეისონ დესილვა ეწვია

გამოქვეყნებულია 2015-07-21 14:05:00


27 აპრილს საზოგადოებრივ რადიოს ცნობილი ამეირკელი რეჟისორი ჯეისონ დესილვა ეწვია, რომელიც ამერიკაში ვებ-გვერდის NewMobility მიერ წლის ადამიანად დასახელდა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მოწვევით იმყოფება.

თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დესილვა ცდილობს თავისი ფილმებით, ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სოციალური ინკლუზიის პოპულარიზაციას. სწორედ, ამ მიზნით ჩამოვიდა ის საქართველოში და წარადგინა ე.წ. AXS რუქა, რომელზეც მწვანედ არის აღნიშნული ის ორგანიზაციები და შენობები, რომლებიც ადაპტირებული და ხელმისაწვდომია შშმ პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ რუქაზე საზოგადოებრივი მაუწყებელის შენობა მწვანედ არის მონიშნული.

ჯეისონ დესილვა საქართველოში ასევე, აჩვენებს მის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს “როცა მე დავდივარ”. რის თქმა სურს რეჟისროს ფილმით, ამის შესახებ თავად ჯეისონი, მისი ძმა, ფილმის პროდიუსერი ლეი და სილვა და აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე ჯეიმს დუი საზოგადოებრივი რადიოს ეთერში საუბრობენ.

ჩანაწერის მოსასამენად მიყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=JA65OzctqNg

1390

უახლესი