საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიისგან უპირობო დადებით დასკვნას იღებს

გამოქვეყნებულია 2015-07-21 14:11:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიისგან უპირობო დადებით დასკვნას იღებს.
კომპანია “გრანთ თორთონ ახვლედიანმა” 2015 წლის მარტსა და აპრილში მაუწყებელში სამი სახის აუდიტი ჩაატარა -2014 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, საგადასახადო ანგარიშგების, ასევე დოკუმენტების სამართლებრივი აუდიტი. რაც გულისხმობს ორგანიზაციის მიერ წარმოებული ნებისმიერი საბუთის, ხელშეკრულებისა და სამართლებრივი ფორმის შემოწმებას.

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიტს საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია ატარებს და უპირობოდ დადებით დასკვნას აკეთებს.

შარშანაც შემოწმება სამეურვეო საბჭოს მიერ კონკურსის წესით დანიშნულმა დამოუკიდებელმა კომპანიამ ჩაატარა.
1348

უახლესი