საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-ის საინფორმაციო სამსახურს გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს

გამოქვეყნებულია 2015-10-01 13:35:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. „მოამბეს“ დღეიდან გიორგი გვიმრაძე უხელმძღვანელებს. 


გვიმრაძე უკვე ერთი წელია მუშაობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრატეგიულ დოკუმენტზე. მისი თქმით, სწორედ სტრატეგია გულისხმობს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის შექმნას. გაერთიანებული ნიუსრუმის პროექტის დასაწყებად, ოქტომბრის შუა რიცხვებში ტელევიზიაში უცხოელ ექსპერტებს ელოდებიან. 


საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თქმით, პროექტზე მუშაობას ერთი წელი დასჭირდება, თუმცა ახალი პროექტის ელემენტები საინფორმაციოში უახლოეს მომავალში გაჩნდება.

1331

უახლესი