პირველი არხი საუკეთესო რებრენდინგისთვის ვერცხლის პრიზიორი გახდა
გამოქვეყნებულია 2009-05-15 13:57:00
შვეიცარიის ქალაქ ლუსერნში გამართულ INAP EBUconnect- ის დაჯილდოების ცერემონიალზე პირველი არხი ვერცხლის პრიზიორი გახდა. INAP
EBUconnect- ის დაჯილდოების ცერემონიალი ევროპის სამაუწყებლო გაერთიანების
(EBU) ტელევიზიის დეპარტამენტის სამიტის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება
და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ევროპის მასშტაბით საზოგადოებრივი
მაუწყებლებისთვის.
წელს კონკურსში რეკორდულად ბევრი- 200 ორგანიზაცია მონაწილეობდა. ნომინანტები ერთმანეთს 6 სხვადასხვა კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ.
კომპეტენტურმა ჟიურიმ ალან ჯეიმსის ხელმძღვანელობით, თითოეულ
კატეგორიაში 10 ფინალისტი შეარჩია, მათ შორის მოხვდა ”United senses”,
რომელმაც კატეგორიაში-საუკეთესო რებრენდინგი-პირველი არხის განახლებისთვის
ვერცხლის ჯილდო დაიმსახურა, ოქრო - საფრანგეთის ტელეარხს, France 4-ს ხვდა
წილად.
პირველ არხთან ერთად ფინალურ სიაში მოხვდნენ ისეთი გავლენიანი
მაუწყებლები, როგორებიცაა: BBC (დიდი ბრიტანეთი), France 2, 3, 4, 5, O
(საფრანგეთი), RAI (იტალია), ZDF(გერმანია) და სხვ.