საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პირველმა არხმა საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

გამოქვეყნებულია 2009-06-18 13:59:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა სამაუწყებლო დიზაინერთა ასოციაციის BDA(Broadcast Designers Association) ლოგოს დიზაინში ვერცხლის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიალი ნიუ იორკში 16 – 18 ივნისს გაიმართა. ამ კატეგორიაში ოქროს ჯილდო არ გაიცემა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ლოგო საერთაშორისო მასშტაბით არაამერიკულ ლოგოთა შორის საუკეთესოდ ჩაითვალა.

სამაუწყებლო დიზაინის ინდუსტრიაში აღნიშნული ჯილდო პრესტიჟულად ითვლება.

სამაუწყებლო დიზაინერთა ასოციაცია (BDA) მოწინავე ორგანიზაციაა, რომელიც ელექტრონული მედიის მარკეტინგისა და დიზაინის სფეროში მოღვაწეობს. ორგანიზაცია 60 ქვეყნიდან 4200 წევრ კომპანიას აერთიანებს.

1274

უახლესი