საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ 1 არხი ღონისძიების თანაორგანიზატორი

გამოქვეყნებულია 2010-02-14 14:04:00


რუსთაველის თეატრში მსოფლიოში აღიარებული იაპონელი ჯაზპიანისტის ჰირომი უეჰარას (www.hiromimusic.com) სოლო კონცერტი გაიმართა.
14 თებერვალს, სსმ-ს PR დეპარტამენტის, თბილისის მერიისა და იაპონიის საელჩოს ორგანიზებით , რუსთაველის თეატრში მსოფლიოში აღიარებული იაპონელი ჯაზპიანისტის ჰირომი უეჰარას (www.hiromimusic.com) სოლო კონცერტი გაიმართა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 1 არხის მონაწილეობა ამ ლეგენდარული მუსიკოსის სოლო კონცერტში თანაორგანიზატორის სტატუსით დიდი პატივი იყო.

PR დეპარტამენტმა YAMAHA MUSIC PUBLISHING-ისგან მოიპოვა ჰირომის კონცერტის სრულად გადაღებისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 1 არხით ექსკლუზიური ჩვენების უფლება.

დოკუმენტური ფილმების სტუდიამ ჰირომის საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ამსახველი დოკუმენტური ფილმი BEHIND THE SCENES გადაიღო. უნიკალური მასალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კუთვნილებაა.

1364

უახლესი