საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2010-05-09 14:13:00


2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია ,,კავკასიის“ შენობაში გადაცემის მსვლელობის დროს შეიჭრა ადამიანების ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს ,,მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს“ უწოდებს.
ამ დაჯგუფების წევრებმა ფიზიკურ ძალადობას მიმართეს ტელეკომპანიის თანამშრომლებისა და გადაცემაზე მიწვეული სტუმრების მიმართ.
ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაზე ნებისმიერი ზეწოლა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და საქართველოში ფაშისტური ტერორის დანერგვის მცდელობა ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.

თანავუგრძნობთ და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს, ხოლო სამართალდამცავი სტრუქტურებისგან მოვითხოვთ საქმის უმოკლეს ვადებში გამოძიებას, უკანონობის ჩამდენთა, და რაც უმთავარესია, ორგანიზატორების მიმართ კანონით გათვალისწინებული სანქციების უსწრაფეს გამოყენებას.

თბილისი, 8 მაისი, 2010 წელი

1404

უახლესი