საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საპარლამენტო არხის გენერალური მდივანი ერიკ მონიო სსმ-ს ესტუმრა

გამოქვეყნებულია 2010-05-09 14:15:00


CFI-Canal France International და საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს 3-7 მაისს სტუმრობდა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საპარლამენტო არხის გენერალური მდივანი ერიკ მონიო.

ბატონ მონიოსთან თანამშრომლობით შემუშავდა მეორე არხის პროგრამირების პრინციპები, დამუშავდა სამომავლო ბადე და განისაზღვრა იმ შემოქმედებითი და ტექნიკური ადამიანური რესურსების ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია არხის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

ერიკ მონიოს მიაჩნია, რომ იმ ჯგუფმა, რომელმაც წამოიწყო მეორე არხის ჩამოყალიბება უკვე დიდი სამუშაო გასწია, მათ კარგად ესმით საკუთარი მიზნები და ის წინააღმდეგობები, რაც შეიძლება შეხვდეთ და ყველანაირი საშუალება და მონაცემი აქვს იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს დასახული გეგმა.

6 – 7 მაისს, საზოგადოებრივ მაუწყებელს CFI-ს კომუნიკაციების სამსახურის უფროსი რეჟის ბლენი სტუმრობდა. ქართველმა და ფრანგმა პარტნიორებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.

1377

უახლესი