საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

უპრეცედენტო დებატები საზოგადოებრივ მაუწყებელზე

გამოქვეყნებულია 2010-05-09 12:27:00


საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველი უპრეცედენტო დებატები გაიმართა. პირველად პირველ არხზე და ქართულ ტელესივრცეში დებატები მერობის კანდიდატებს შორის ჩატარდა.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 8-9 მაისს 9 კანდიდატს პირდაპირი ეთერი დებატებისთვის დაუთმო.

პროექტს, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე აპრობირებულია, საზოგადოებრივი მაუწყებელი USAID-ის დაფინანსებითა და ხელშეწყობით, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდის დახმარებით ახორციელებს.

8 მაისის დებატებში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა.

კანდიდატების უმრავლესობა ამბობს, რომ მსგავსი ფორმატის თოქ- შოუ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

უპრეცედენტო დებატების უმთავრესი თავისებურება კანდიდატების ზედმიწევნით თანაბარ პირობებში ჩაყენებაა.

შეერთებული შტატების მთავრობა მხარს უჭერს თბილისის მერობის კანდიდატების პირველ სატელევიზიო დებატებს. როგორც ამერიკის ხელისუფლება აღნიშნავს, მოხარულია იმ ფაქტით, რომ ხელს უწყობს პირველ სატელევიზიო დებატებს.

USAID-ის კავკასიის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და ეს პროექტიც მიზნად ისახავს, დახმარება გაუწიოს ქვეყანას თავისუფალი დემოკრატიული პროცესის განვითარებაში.

ვრცელი ვერსია იხილეთ პრესრელიზში - 08.05.2010

1350

უახლესი