საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლისა და BBC -ს თანამშრომლობა გრძელდება

გამოქვეყნებულია 2010-05-11 12:33:00


ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში ახორციელებენ მედია მონიტორინგის ხელშეწყობის პროექტს.


პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს BBC World Service Trust-ის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლებლობების განვითარება მაღალპროფესიული მაუწყებლობის მისაღწევად.

პროექტი გრძელდება 6 თვე და ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისა და სარედაქციო ჯგუფის პროფესიულ გადამზადებას და სხვა ღონისძიებების ჩატარებას საარჩევნო მაუწყებლობის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალურად მიახლოებისათვის.

პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდეგ BBC World Service Trust, საბოლოო დასკვნის სახით, შენიშვნებსა და რეკომენდაციებს მოამზადებს.

1465

უახლესი