საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2010-05-13 12:35:00


ორშაბათს, 12 ივლისს, პარიზის კომერციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი ევროპის სატელიტური ოპერატორის “ეუტელსატის” წინააღმდეგ, რომელმაც უხეშად შეწყვიტა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი კავკასიური არხის მაუწყებლობა სატელიტზე.

პირველი კავკასიური არის პირველი რუსულენოვანი საინფორმაციო არხი, რომელიც კრემლის მიერ არ კონტროლდება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი იმედგაცრუებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიიჩნევს, რომ სასამართლოს ვერდიქტი უსამართლო და უსაფუძვლოა.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იხილავს ამ გადაწყვეტილების უახლოეს დღეებში გასაჩივრების შესაძლებლობას.

საზოგადოებრივი მაუწყებელი განაგრძობს მუშაობას “პირველი კავკასიური“ არხის შემდგომი განვითარების მიზნით და მიღებულია გადაწყვეტილება უახლოესი თვეების განმავლობაში განახლდეს არხის მაუწყებლობა.

1254

უახლესი