საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ევროპული კომპანია რუსული ცენზურის სამსახურში

გამოქვეყნებულია 2010-05-14 12:38:00


სასამართლო მოსმენა:
ორშაბათი, 17 მაისი 2010 --- 15სთ
პარიზის კომერციული სასამართლო

დავის გამოწვევა განაპირობა იმ გარემოებებმა, როდესაც 2010 წლის იანვარში, ევროპის პირველმა სატელიტურმა ოპერატორმა _ „ეუტელსატ“-მა მოულოდნელად შეწყვიტა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ რუსულენოვანი არხის “პირველი კავკასიურის” მაუწყებლობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული არხის შინაარსი თუ კონცეფცია არ შეესაბამებოდა კრემლისეულ „გემოვნებას“.

შესაბამისად, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ მოთხოვნას წარმოადგენს ეუტელსატის მიერ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ითვალისწინებს 2015 წლამდე “პირველი კავკასიურის” მაუწყებლობას სატელიტ W7-ის მეშვეობით. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ითხოვს რამდენიმე მილიონ ევროს მიყენებული ზარალისა და ხელშეკრულების დარღვევისათვის.

ეუტელსატი, რომელსაც ამ ბოლო დროს ხშირად სდებენ ბრალს იმის გამო, რომ იგი ხშირად ექცევა ავტორიტარული რეჟიმების ცენზურის გავლენის ქვეშ, ურთიერთგამომრიცხველ ბოდიშებს იხდის ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის, ხოლო მიზეზად ასახელებს ხან ტექნიკური შესაძლებლობის არ არსებობას, ხან კი სატელიტზე ადგილის ნაკლებობას, რაც სრულიად არ შეესაბამება რეალობას.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ იმედოვნებს, რომ იგი ამხელს ეუტელსატის მიერ ბოლო დროს გამომჟღავნებულ მიუღებელ არაეთიკურ და კომერციული საქმიანობისთვის მიუღებელ არაკეთილსინდისიერ თვისებებსა და სატელიტური ოპერატორის მიერ დაშვებულ უკანონო შეცდომას, აქვე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მაუწყებლობის გათიშვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ეუტელსატის ერთ-ერთმა პასუხისმგებელმა პირმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, რომლითაც იგი ითხოვდა „პირველი კავკასიური“ არხის შინაარსისა და კონცეფციაზე საუბარს.

სასამართლო მოისმენს მხარეების პოზიციას საჯარო მოსმენისას, რომელიც 17 მაისს, 15 საათზე გაიმართება პარიზის კომერციულ სასამართლოში.

1373

უახლესი