საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მადლობის წერილი სსმ-ს USAID-სგან

გამოქვეყნებულია 2010-05-18 12:39:00


ბატონო ლევან,
აშშ-ს მთავრობის და USAID CAUCASUS-ის სახელით მსურს, მოგილოცოთ მერობის კანდიდატების საქართველოს ისტორიაში პირველი სატელევიზიო დებატების წარმატებით ჩატარება. ჩემს კოლექტივთან ერთად მსურს მადლიერების გრძნობა გამოვხატო თქვენი და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მიმართ იმ ძალისხმევისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა პოლიტიკური დებატების პირველად პირდაპირ ეთერში წარმტებული გაშვება.
გთხოვთ, გადასცეთ უდიდესი მადლობა ბატონ გიორგი ჭანტურიას, რომელიც აქტიურად იყო ჩართული დებატების დაგეგმვასა და ორგანიზებაში. ასევე მინდა აღვნიშნო ზურაბ გუჯაბიძის, ხათუნა ბერძენიშვილის, მაია ბიჭიკაშვილის და ეკა მიშველაძის ზედმიწევნით პროფესიონალური მუშაობა.

დარწმუნებული ვარ, ეს დებატები დასაბამი იქნება საქართველოს პოლიტიკურ კულტურაში პოზიტიური ცვლილებებისა და მათი ორგანიზებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საფუძველი ჩაუყარა ამ ცვლილებებს. USAID-ი აქტიურად გააგრძელებს დაგეგმილ და მომავალ არჩევნებში სამოქალაქო და მედიის მზარდი მონაწილეობის ხელშეწყობას. ჩვენ აქტიურად დავუჭერთ მხარს საზოგადოებრივ მაუწყებელს, როგორც პარტნიორ ორგანიზაციას ამ ძალისხმევაში.

მოხარული ვართ, რომ USAID-მა შეძლო ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერა. ეს დებატები და კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების მიერ გამოჩენილი ინტერესი ნათელყოფს, რომ ნამდვილი ცვლილება შეიძლება მოხდეს საარჩევნო ყუთთან და არა მხოლოდ ქუჩაში. ვფიქრობ, რომ კანდიდატები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება კარგად აცნობიერებენ ქვეყნისთვის საჭირობოროტო საკითხების ირგვლივ გამართული პირდაპირი სატელევიზიო დებატების მნიშვნელოვნობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ.

პატივისცემით,

ჯონათან მ. კონლი
USAID CAUCASUS
მისიის დირექტორი

1723

უახლესი