საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საქართველოს რადიოს 85 წლის იუბილე

გამოქვეყნებულია 2010-05-25 12:41:00


ყველაზე ძველი და მუდამ სიახლეზე ორიენტირებული რადიოს 85 წლის იუბილე 25 მაისს, 19:00 სააათზე, კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში აღინიშნა.


სპეციალურად იუბილესთვის დაიდგა მუსიკალური სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიონალმა მსახიობებმა და ესტრადის ცნობილმა შემსრულებლებმა: თემურ გუგუშვილმა, ირმა სოხაძემ, ნეკა სებისკვერაძემ, ეკა კვალიაშვილმა, ლაშა და ანი ღლონტებმა, დათო არჩვაძემ, „ცისფერმა ტრიომ“, სიმებიანმა კვარტეტმა, „სეფას ბიჭებმა“ და სხვ.

საღამოს უძღვებოდნენ გივი ბერიკაშვილი, სოსო ლაღიძე და ნია ბახტაძე.
ღონისძიების მხატვრული გაფორმებისთვის გამოყენებული იყო საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ოქროს ფონდის საარქივო მასალები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ საღამოზე დააჯილდოვა საქართველოს რადიოს ღვაწლმოსილი თანამშრომლები.

რადიოს ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ლია ძიძიგურს, ლამარა კიკილაშვილს, ელდარ იბერს, დიმიტრი კიკვაძეს, თინა კობალაძეს, გულნაზ გელოვანს, მიხო კოპალეიშვილს, თამილა კახიძეს, ილია კევლიშვილს, თინა ელბაქიძეს და ვახტანგ ნანიტაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებული სასაჩუქრე მედლები, საიუბილეო შამპანური და ყვავილების ულამაზესი თაიგულები გადასცა.

1329

უახლესი