საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

GfK სსმ-ს დაკვეთით 30 მაისს ეგზიტპოლს განახორციელებს

გამოქვეყნებულია 2010-05-28 12:42:00


მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კვლევითი კომპანია GfK, სსმ-ს დაკვეთით, 30 მაისს, არჩევნების დღეს თბილისში ეგზიტპოლს განახორციელებს.
„თბილისი მარიოტში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ კომპანია GfK-ს წარმომადგენლებთან ერთად პრეზენტაცია გამართა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ განაცხადა, ეგზიტპოლები მოქალაქეებს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის არჩევნების მიმდინარეობაზე და კომპანია GfK წარმატებით ჩაატარებს კვლევას 30 მაისის არჩევნებზე.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ GfK ასეთი კვლევების ჩამტარებელი ერთ-ერთი დიდი ხნის კომპანიაა. ის ატარებს კვლევებს როგორც ევროპაში, ასევე აშშ-სა და სხვა ქვეყნებში. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, მათ ბევრი იმუშავეს და ანალიზი გააკეთეს, რომ საუკეთესო მეთოდოლოგიით ჩატარდეს კვლევა.

კომპანია GfK-მ ბოლოს ეგზიტპოლები BBC-ს დაკვეთით დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებზე და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე განახორციელა. ცდომილებამ 0,5 მეათედი პროცენტი შეადგინა.

იხ. ვრცელი ვერსია

1255

უახლესი