საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

GfK-მ სსმ-ს დაკვეთით 30 მაისს ეგზიტპოლი ჩაატარა

გამოქვეყნებულია 2010-05-31 12:45:00


30 მაისს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, კომპანია GfK–მ საარჩევნო უბნიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვა - ეგზით პოლი ჩაატარა.


ეგზიტპოლი ჩატარდა ქ. თბილისის მასშტაბით და გამოიკითხა 50 საარჩევნო უბნის 6418 ამომრჩეველი.

კვლევის კითხვები ქ. თბილისის მერისა და ქალაქის საკრებულოს პარტიული სიით არჩევნებს ეხებოდა. მაქსიმალური ცდომილება 2% იყო.

პროექტს მართავდნენ ნიკ მუნი, GfK NOP სოციალური კვლევის გენერალური დირექტორი და ვადიმ ვოლოსი, GfK საზოგადოებრივი საქმეებისა და მედიის ვიცე პრეზიდენტი.

GfK ( www.gfk.com) ჯგუფი არის მსოფლიოში სიდიდით მე-4 კვლევითი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობა მოიცავს ხუთ განყოფილებას: სამომხმარებლო ქცევის კვლევა, საცალო ვაჭრობა და ტექნიკა, მომხმარებელთა თვალყურის დევნება, მედია და ჯანდაცვა.

კომპანია GfK-მ ბოლოს ეგზიტპოლები BBC-ს დაკვეთით დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნებზე და უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებზე განახორციელა.

გამოკითხვა ეფუძნებოდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპებს, ვინაიდან ეს პრინციპები საუკეთესოდ შეესაბამება დასახულ მიზანს- მაქსიმალურად მაღალი სიზუსტის მონაცემების მიღება.

ძირითადი მიდგომა დაფუძნებული იყო მიდგომებზე, რომლებიც წარმატებით გამოყენებული იყო GfK-ს მიერ ბრიტანეთში, უკრაინაში, პოლონეთში, აშშ–ში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

1401

უახლესი