საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციონალური განვითარება და ოპტიმიზაცია

გამოქვეყნებულია 2010-06-02 12:46:00


2 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ გამართა ბრიფინგი მედიის წარმომადგენელთათვის თემაზე-საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციონალური განვითარება და ოპტიმიზაცია.

გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლშია და ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მიზანია ჯანსაღი, სიცოცხლისუნარიანი, წარმატებული ორგანიზაციის ჩამოყალიბება.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ძირეული და შინაარსობრივი რეფორმის გატარება, რომელიც მოიცავს: საკადრო ოპტიმიზაციას, ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვას, პროცედურების შეცვლას და მათი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობის გაზრდას.

კონსულტანტთა რეკომენდაციების საფუძველზე სსმ-ს მენეჯმენტმა განსაზღვრა სსმ-ს სტრატეგიული მიზნები მომდევნო ხუთი წლისთვის.

გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ახალი ორგანიზაციული სტრუქტურის დანერგვა გარდაუვალი აუცილებლობაა.

1270

უახლესი