საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მსოფლიო თასი პირველ არხზე

გამოქვეყნებულია 2010-06-04 12:47:00


მსოფლიო თასი პირველ არხზე - საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ტრანსლაციის გენერალური სპონსორია კომპანია "მაგთი".

ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, ერთთვიანი საფეხბურთო ფორუმის ფარგლებში პირველი არხი გულშემატკივარს, საფეხბურთო მატჩების გარდა, სპეციალურ გადაცემებსა და ვიქტორინებს შესთავაზებს.

ფლეიოფის დაწყების შემდეგ კი სპეციალურ რეპორტაჟებს "მოამბის" საინფორმაციო ჯგუფი მოამზადებს. სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო თასის შეხვედრები 11 ივნისს დაიწყება და ერთი თვეს გაგრძელდება.

1388

უახლესი