საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

OSCE/ODIHR - სადამკვირვებლო მისიის საბოლოო მოხსენება

გამოქვეყნებულია 2010-09-23 12:51:00


საქართველო
ადგილობრივი არჩევნები, 30 მაისი 2010
OSCE/ODIHR - სადამკვირვებლო მისიის საბოლოო მოხსენება

IX. მედია
A. ზოგადი მედია გარემო /მიმოხილვა
საქართველოში მედია მრავალფეროვანია - პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ბევრი მედია ორგანიზაცია საკუთარი დამფუძნებლების გავლენის ქვეშ იმყოფება და მხოლოდ მცირე მათგანი თუ ახერხებს შეინარჩუნოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. პრობლემატურია მედია ორგანიზაციების მფლობელთა გამჭვირვალობის საკითხი, კერძოდ იმ ბრალდებების გამო რომ ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე პირდაპირ კავშირშია ამა თუ იმ ადგილობრივ სამაუწყებლო კომპანიასთან. ბეჭდური მედია გამოირჩევა ფართო პოლიტიკური შეხედულებებით; ზოგიერთი გაზეთი ღიად აკრიტიკებს მთავრობას, თუმცა მათი ტირაჟი და გავლენა შედარებით დაბალია ტელევიზიებთან შედარებით, რომლებიც ძირითად ინფორმაციის წყაროს წარმოადგენენ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შედგება 3 ტელე და 2 რადიო არხებისგან. კერძო სამაუწყებლო კომპანიები - „რუსთავი 2“ და „იმედი,“ -რომელთა მაუწყებლობა მთელი ქვეყნის მაშტაბით ხორციელდება საქართველოში ყველაზე გავლენიან და პოპულარულ ტელეარხებად ითვლება. ეს ორი ტელევიზია მთავრობის მხარდამჭერ ტელევიზიებად ითვლება, ხოლო ორი უფორ პატარა კომპანიები - კავკასია და მაესტრო ოპოზიციურ ძალებს უჭერს მხარს. მათი მაუწყებლობა თბილისსა და მის ახლო მდებარე ტერიტორიებზე ვრცელდება.

B. კანონით გათვალისწინებული მედია უფლებები
კონსტიტუცია გულისხმობს სიტყვის თავისუფლებას (ტელევიზია და პრესა) და კრძალავს რაიმე სახის ცენზურას. მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა მოიცავს- კანონს მაუწყებლობის შესახებ, მაუწყებელთა ქცევის ცოდექსს, კანონს სიტყვის თავისუფლებაზე და ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პუნქტს ინფორმაციის თავისუფლებაზე. 2009 წლის დეკემბერში ცვლილება შევიდა კანონში მაუწყებლობის შესახებ, რომელმაც განსაზღვრა წლიური სახელმწიფო დაფინანსება საზგადოებრვი მაუწყებლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის არა უმეტეს 0.12 პროცენტისა. ეს სისტემა ორიენტირებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის რთული ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად და იმისათვის რომ მაუწყებელი მთავრობისგან ფინანსურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი გახდეს.

EUC განსაზღვრავს მედიის ქცევას სარჩევნო კამპანიების პერიოდში, inter alia უფასო და ფასიანი საეთერო დროის დათმობას არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის. კანონი განსხვავდება „კვალიფიცირებულ“33 და „არაკვალიფიციულ“ სუბიექტებთან მიმართებაში. ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს სახალხო მხარდაჭერის დემოსტრირება იმისთვის რომ, მიიღონ უფასო საეთერო დრო. საზოგადოებრივმა მაუწყებლმა დაუთმო საათში 60 წამი უფასო ეთერი „კვალიფიცირებულ“ სუბიექტებს და საათში 90 წამი „არაკვალიფიცირებულ“ სუბიექტებს. სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამის ფასი იყო ძალიან მაღალი 34. ძირითად არხებზე პოლიტიკური რეკლამის ფასი კომერციულ რეკლამაზე ათჯერ უფრო ძვირი იყო. ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა OSCE/ODIHR EOM -ს იმ მიზეზით რომ მაღალი ტარიფი აფერხებდა მათ წინა საარჩევნო კამპანიას. მხოლოდ გიგი უგულავამ შეძლო განეთავსებინა სარეკლამო კლიპი რუსთავი 2-ის და იმედის ეთერში წინა საარჩევნო
პერიოდში 35

შესაბამისად, საარჩევნო პირებმა გამოიყენეს მათთვის განკუთვნილი უფასო დრო ისევე როგორც საზოგადოებრივ ასევე კერძო ტელეარხებზე.
UEC -ს 73. 11 1-ე მუხლი ავალდებულებს ცესკო-ს განახორციელოს მედია მონიტორინგი იმისათვის, რომ გააკონტროლოს თანაბარი დროის დათმობა საარჩევნო სუბიექტებისთვის. ცესკო-მ წარადგინა მედია მონიტორინგის 2 მოხსენება წინა საარჩევნო პერიოდზე და 1 მოხსენება არჩევნების მოერე დღის მონიტორინგზე. მეთოდოლოგიამ და შედეგების ინტერპრეტაციამ დადებითი შედეგები აჩვენა და არ დაუფიქსირებია არსებითი დისბალანსი ინფორმაციის გაშუქების კუთხით.

2009 წლის მარტში საქართველოს ეროვნული კომუნიკაციის კომისიამ (GNCC), მთავარმა მარეგულირებელმა ორგანომ შეიმუშავა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. იმის მიუხედავად, რომ მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია დააწასოს კერძო თუ საზოგადოებრივ მაუწყებელს სანქციები კანონმდებლობისა თუ კომისიის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისიამ აცნობა OSCE/ODIHR EOM -ს რომ სამაუწყებლო კომპანიები თავად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა ზომები მიიღონ მათი თანამშრომლის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევის შემთვევაში (subject, კანონიერი, ადმინისტრაციული სასჯელი)37.

მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი გულისხმობს რომ საზოგადოებრივმა და კერძო ტელევიზიებმა მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას უნდა დაიცვან პლურალიზმი და მიუკერძოებული დამოკიდებულება.
კანონის 24.3-ე მუხლი მოუწოდებს ტელევიზიებს კვალიფიცირებული სუბიექტების და საარჩევნო პირების აქტივობების ზუსტ და დაბალანსებულ გაშუქებას.


C. OSCE/ODIHR EOM -ს მედია მონიტორინგი 38
წინა საარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი და კერძო ტელევიზიების ეთერით სხვადასხვა თოქ-შოუ თუ გადაცემა დაეთმო არჩევნების თემატიკას. საზოგადოებრივმა ტელევიზიამ წარმოადგინა დებატები : 1) - 5 მერობის კანდიდატს შორის, კვალიფიცირებული სუბიექტების მიერ წარდგენილი და 2) - 4 კანდიდატს შორის არაკვალიფიცირებული სუბიექტების მიერ წარდგენილი. ამგვარად, ამომერჩეველს მიეცა საშუალება შეედარებინა კანდიდატები და პარტიები და შესაბამისად გაეკეთებინა არჩევანი.

საზოგადოებრივმა ტელევიზიამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას მაყურებელს მიაწოდა დაბალანსებული ინფორმაცია. სხვა ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებები, რომლებზეც ჩატარდა მონიტორინგი იყო დაუბალანსებელი და მიკერძოებული ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის მიმართ. ტელეკომპანიებმა ინფორმაციის გაშუქებისას მიუძღვნეს ვრცელი და სასურველი რეპორტაჟები, ხშირად კონტექსტიდან ამოვარდნილი ხელისუფლების წარმომადგენლების აქტივობებს და ამით ხაზი გაუსვეს მათ მხარდაჭერას სახელისუფლებო კანდიდატების მიმართ.

იგრძნობოდა აშკარა ტენდენცია ხელისუფლების წარმომადგენლების აქტივობების დადებითი კუთხით წარმოჩენისა, ხშირად აღინიშნებოდა სახელისუფლებო გუნდის მიღწევები და წარმატებები. მედიის მიერ თბილისის მერის, პრეზიდენტის, მინისტრების თუ სხვა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლების დასწრების გაშუქება სხვადასხვა საპრეზენტაციო ცერემონიებზე როგორიცაა ახალი საავტობუსი ხაზის, სპორტული კომპლექსის ან სავაჭრო ობიექტის გახსნაზე გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან ერთად, გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის კამპანიის არაპირდაპირი მხარდაჭერის გამოხატულება იყო .

შეიმჩნეოდა ხელისუფლებაზე კრიტიკული და დამოუკიდებელი შეხედულებების აშკარა ნაკლებობა, ისევე როგორც ღრმა ანალიზი არჩევნების სხვა მონაწილეთა მხრიდან.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის საინფორმაციო გამოშვებებში დაუთმო 14 პროცენტი გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას ხოლო 15 პროცენტი დაუთმო ალიანსს საქართველოსთვის (AfG). კვლევებმა აჩვენეს რომ ნაც. მოძრაობა მცირე დოზით უპირატესობით სარგებლობდა ვიდრე AfG. ქრისტიან დემოკრატიული კავშირს დაეთმო 14 პროცენტი, ხოლო ეროვნულ საბჭოს ნეიტრალური გაშუქების 13 პროცენტი. სახელისუფლებო მოვლენების გაშუქებას დაეთმო : - პრეზიდენტს-7 პროცენტი და ადგილობრივი ხელისუფლებბის წარმომადგენლებს 4 პროცენტი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი მუდმივად აშუქებდა პოლიტიკური პარტიების აქტივობებს.

ყველაზე პოპულარული არხები - იმედი და რუსთავი 2 მართველი გუნდის და მერობის კანდიდატის აშკარა მხარდაჭერის დემოსტრირებას ახდენდა. რუსთავი 2-მა წინა საარჩევნო მოვლენების გაშუქებისას 59 პროცენტი დაუთმო მართველ გუნდს (დადებითი კუთხით) : პრეზიდენტს - 22პროცენტი, მთავრობას - 14 , ადგილობრიბ ხელისუფლებას - 6, და გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობას 17 პროცენტი.

მაშინ როდესაც ალიანსს საქართველოსთვის და ქრისტიან დემოკრატიულ მოძრაობას დაეთმო 11 და 10 პროცენტი, ძირითადად დადებითი კუთხით. ტელეკომპანიებმა- იმედი, აჭარა და თბილისის Real TV მსგავსი შედეგი აჩვენეს. Real TV უშვებდა გადაცემებს, რომლებიც ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ახდენდა. ადგილობრივი ტელეკომპანია კავკასია და მაესტრო კი ოპოზიციას ემხრობოდა, განსაკუთრებით კი პარტიას -ალიანსი საქართველოსთვის. ეს ორი არხი მკვეთრად კრიტიკული იყო ხელისუფლებისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ.

ბატონმა ზვიად ძიძიგურმა ცესკო-ს საჩივრით მიმართა იმედის და რუსთავი 2-ს მიერ წინა სარჩევნო კამპანიის დაუბალანსებელი გაშუქების თაობაზე და მოითხოვდა ორივე კომპანიის დაჯარიმებას და დაბალანსებულ გაშუქებას. ცესკო-მ მიიღო საჩივარი, ხოლო გადაწყვეტილების მიღება გადადო არჩევნების ჩატარების მეორე დღემდე. 27 მაისს, ცესკო-ს თავჯდომარემ მოუწოდა ყველა ტელეკომპანიას დაეცვათ ბალანსი კანდიდატებისათვის საეთერო დროის დათმობისას. 10 ივნისს, ცესკო-მ არ დააკმაყოფილა ძიძიგურის „უსაფუძვლო“ საჩივარი. ცესკო-ს განცხადებით, UEC-ს ავალდებულებს მედიას თანაბარ პირობებში ამყოფოს საარჩევნო კანდიდატები - დებატებისას ან უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაშვებისას და არა საინფორმაციო გამოშვებებში მოვლენების გაშუქებისას. ცესკო-მ ასევე განაცხადა, რომ იგი ვერ დაავალდებულებდა ტელეკომპანიებს კანიდატების აქტივობების გაშუქებას საინფორმაციო გამოშვებებში. 2 ივნისს, ადგილობრივმა არასამთავრებო ორგანიზაციამ რუსთავი 2 და იმედის მიერ გამოკითხვების შედეგების გაშუქების თაობაზე საჩივრით მინმართა ცესკო-ს. შედეგად, ცესკო-ს პროტოკოლის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ტელევიზიას დააკისრა 1, 500 ლარი (თითოეულს) ჯარიმის სახით.
ბეჭდური მედიაში აღინიშნებოდა შეხედულებათა პლურალიზმი; გაზეთი „24 საათი“ სახელისუფლებო ტენდენციით; გაზეთი რეზონანსი - აკრიტიკებდა ხელისუფლებას და მხარს უჭერდა ალიანს საქართველოსთვის.

x. ქალთა მონაწილეობა
საქართევლოს კონსტიტუციის მიხედვით ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. UEC, კანონი პოლიტიურ პარტიებზე და კანონი თვითმართველობაზე მხოლოდ ზოგადად ეხება გენდერულ საკითხებს. 2010 წლის მარტში პარლამენტმა მიიღო კანონი გენდერულ თანასწორობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეს გენდერულ საკითხზე პირველი კანონია საქართველოში, და შეიძლება ჩაითვალოს როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, კანონი არ გულისხმობს განსაკუთრებულ ზომებს ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით. კანონის გათვალისწინებით, საპარლამენტო კომისია გენდერული თანასწორობის საკითხებზე ვალდებულია წარუდგინოს პარლამენტს წლიური ანგარიში. კომისიას ასევე დაევალა 2010 წლის ივლისისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავება ქალთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით. არასამთავრებო ორგანიზაციათა მოთხოვნა გენდერული კვოტა შესულიყო კანონში გენდერული თანასწორობაზე არ იქნა გათვალისწინებული.

ქალთა მონაწილეობა არჩევნებში აღინიშნებოდა - დასახელებული მაჟორიტარული კანდიდატების მხოლოდ 10.9 პროცენტი, და 18.2 პროცენტი - ქალი კანდიდატების, რომლებიც პროპორციული წესით იყრიდნენ კენჭს.
35 ქალმა კანდიდატმა, ოპოზიციური ფლანგიდან არჩევნების წინა დღეს მოხსნეს საკუთარი კანდიდატურა. არჩევნების შედეგად მხოლოდ 169 ქალბატონი იქნა არჩეული, 1, 695 საკრებულოს წევრებს შორის (10 პროცენტი), 11 პროცენტზე ნაკლებმა ქალმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს წინა ადგილობრივ არჩევნებში. თბილისის საკრებულოში ქალ წევრთა რაოდენობა შეადგენს 14 პროცენტს არჩეული წევრებისა.

აშკარა უთანასწორობა დაფიქსირდა (მაჟორიტარი და პროპორციული სიით) არჩეულ ქალთა რაოდენობაში, რამაც აჩვენა რომ ქალებს ნაკლები შანსი აქვთ დასახელდნენ მაჟორიტარ კანდიდატებად და შესაბამისად მოიპოვონ გაიმარჯვება. თბილისში 6 ქალი კანდიდატი იქნა არჩეული პროპორციული სიით და მხოლოდ 1 - მაჟორიტარ კანდიდატად.
თბილისს ფარგლებს გარეთ, პროპორციული სიით არჩეულ ქალთა პროცენტმა შეადგინა 14 პროცენტი, და 7.2 პროცენტი მაჟორიტარი სიით.
არჩეული 73 მოჟორიტარი ქალი კანდიდატიდან მხოლოდ 5 კანდიდატი წარმოდგენდა ოპოზიციურ ფრთას.

ასევე მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი ქალთა კვოტა საარჩევნო კომისიაში. ცესკოს წევრთა შორის მხოლოდ ერთი ქალბატონია.
DEC -ში ქალების 52 პროცენტია. ცესკოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ქალთა 20 პროცენტს უკავია თავჯდომარის პოზიცია და 23 პროცენტს თავჯდომარის მოადგილის პოზიცია.

საარჩევნო უბნებზე, სადაც საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიამ (IEOM) ჩაატარა მონიტორინგი, ქალთა რაოდენობამ შეადგინა PEC –ს 67 პროცენტი, ხოლო 52 პროცენტს ეკავა თავჯდომარის პოზიცია.
მაშინ როდესაც ქალთა რაოდენობა ნაკლებად არის წარმოდგენილი პოლიტიკაში, ქალების მნიშვნელოვანწილად არიან ჩართულები პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში. არჩევნებში მონაწილე 2 პარტიას ჰყავდა ქალი ლიდერი: ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის პარტია - „საქართველოს გზა“ და სახალხო ქრისტიან დემოკრატიული პარტია - ლიდერი მაგდალენა კატრიკაძე. ინგა გრიგოლია ხელმძღვანელობდა ქრისტიან დემოკრატიულ კავშირს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიით არჩევნებში; ნინო ბურჯანაძის პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო „ არ მონაწილეობდა არჩევნებში.

1135

უახლესი