საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

აშშ-ს საელჩომ საზოგადოებრივ მაუწყებელს სუბტიტრების აპარატურა გადასცა

გამოქვეყნებულია 2010-11-19 12:53:00


აშშ-ს საელჩომ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩუქრად სუბტიტრების აპარატურა გადასცა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ გიორგი ჭანტურიას შორის შეხვედრა ტელევიზიის სხდომათა დარბაზში შედგა.

სსმ-ის ხელმძღვანელმა აშშ-ს საელჩოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

გიორგი ჭანტურიას თქმით, აპარატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელს სუბტიტრებიანი ფილმების ნახვას გაუადვილებს.

აპარატურის გადაცემის შემდეგ, ჯონ ბასმა ტელევიზიის შენობაც დაათვალიერა.

1310

უახლესი