საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

"მოამბე" იუბილარია

გამოქვეყნებულია 2011-01-04 12:57:00


40 წელი პირდაპირ ეთერში და 40 წელი ახალი ამბებით, რომელსაც “მოამბე” მაყურებლისთვის ყოველდღიურად ამზადებს. პირველი არხის საინფორმაციო სამსახური იუბილარია.
"მოამბემ" ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები, იცვლებოდა საინფორმაციო გამოშვების სახელწოდებაც.

დღეს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ახალი ამბები ყოველდღე იმ სახელწოდებით გადის, რომლითაც "მოამბემ" მაუწყებლობა დაიწყო.

"მოამბის" იუბილესთან დაკავშირებით პარლამენტში მიღება გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ძველ და ახალ თაობებს პირადად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ უმასპინძლა.

1272

უახლესი