საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-01-05 13:00:00


ვეტერანების აქციასთან დაკავშირებულ ბრალდებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ეხმიანება. ვეტერანების პრობლემა აქციის დაწყების დღიდან საინფორმაციო გამოშვების თემა მუდმივად იყო.



აქციის პარალელურად, ჩვენ ვაშუქებდით იმ მოვლენებსაც, რომელსაც პირდაპირი, ან ირიბი კავშირი ჰქონდა ამ პროცესთან, რომელშიც ვგულისხმობთ გარკვეული ოპოზიციური პარტიების, მათი ლიდერების მხარდაჭერას ვეტერანებისადმი, მათ მიმართვებსა და ბრიფინგებს, ოფიციალურ განცხადებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობას.

პირველი არხის პარალელურად, იგივე თემას მუდმივად და უფრო ვრცლად აშუქებდა მეორე არხიც, სადაც პარტიებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ თემაზე საუბრის უფრო მეტი დრო და საშუალება ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, ვერ გავიზიარებთ ბრალდებას ვეტერანების პრობლემის იგნორირებასთან დაკავშირებით, რადგანაც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი მოვალეობაა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მაყურებლამდე დროულად და ობიექტურად მიტანა.

ამ პრობლემებზე ერთადერთი თემა, რომელიც ჩვენს ეთერში კადრების უქონლობის გამო ვერ მოხვდა, იყო აქციის დაშლა 3 იანვარს სამართალდამცველების მხრიდან, რომლის მასალაც მოვიპოვეთ 4 იანვარს, რაზეც მომზადდა ვრცელი რეპორტაჟი. განცხადებას თან ვურთავთ იმ თარიღების ნუსხას, თუ როგორი პერიოდულობით შუქდებოდა ვეტერანების საკითხი საზოგადოებრივი მაუწყებლის ორივე არხის ეთერში.

“მოამბეში” გასული მოვლენების ნუსხა:
1. 28 დეკემბერი - ირაკლი ალასანიას შეხვედრა ვეტერანებთან გმირთა მოედანზე
2. 27 დეკემბერი - ვეტერანების საპროტესტო აქცია: მაცაბერიძე - ვეტერანთა ჰოსპიტალის დირექტორი
3. 16 დეკემბერი - ვიქტორ დოლიძის ბრიფინგი - ვეტერანების პენსია და შემწეობა
4. 14 დეკემბერი - ირაკლი ალასანიას შეხვედრა ვეტერანებთან პარტიის ოფისში
5. 9 დეკემბერი - ზურაბ აბაშიძის ბრიფინგი: თემა - ვეტერანების შეღავათები
6. 8 დეკემბერი - ირაკლი ალასანიას ბრიფინგი - თემა: ბიუჯეტში ვეტერანების პრობლემების გათვალისწინება
7. 15 ნოემბერი - ქრისტიან-დემოკრატების ბრიფინგი - თემა: ვეტერანების პრობლემები

მეორე არხის ეთერით გაშუქებული მოვლენების ნუსხა:
1. 8 დეკემბერი - გადაცემა “ბრიფინგის დრო”- ირაკლი ალასანია ვეტერანებზე
2. 9 დეკემბერი - გადაცემა “ბრიფინგის დრო” - ზურაბ აბაშიძე ვეტერანებზე
3. 29 დეკემბერი - გადაცემა “ბრიფინგის დრო” - ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი და კახა კუკავა აქციის მონაწილეებთან
4. 4 იანვარი - გადაცემა “თავისუფალი ტრიბუნა” - ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო შალამბერიძე, გელა ნიკოლაიშვილი ვეტერანების პრობლემებზე
1253

უახლესი