საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ-მა და ოლიმპიურმა კომიტეტმა ხელშეკრულება გააფორმეს

გამოქვეყნებულია 2011-02-02 13:14:00


"საზოგადოებრივი მაუწყებელი" და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების საკითხზე შეთანხმდნენ.

მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებამდე „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ქართველი სპორტსმენების მზადებასა და საერთაშორისო ტურნირებში ასპარეზობას, ასევე, „ლონდონი 2012“-ის ჭრილში ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას ფართოდ გააშუქებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამს. გიორგი ჭანტურიას განცხადებით, ის მოხარული იქნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო სარბიელზე ქართველი სპორტსმენების წარმატებაში თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, კომიტეტი "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" მუდამ ნაყოფიერად თანამშრომლობდა. გაფორმებული მემორანდუმი კი, კიდევ ერთი ვალდებულებაა იმისა, რომ ქართული სპორტის სასიკეთოდ თანამშრომლობა გამყარდეს.

1181

უახლესი