საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სამეურვეო საბჭოს განცხადება საზოგადოებრივი საბჭოს წევრების შერჩევის შესახებ

გამოქვეყნებულია 2011-02-16 13:15:00


სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში საზოგადოებრივი ინტერესებისა და მოთხოვნილებების წარმოდგენის, აგრეთვე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული შინაარსობრივი ვალდებულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს 2011 წლის 14 თებერვლის #198 (ოქმი #186) გადაწყვეტილებით შეიქმნა ერთი საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც უფლებამოსილია საზოგადოების უშუალო მონაწილეობით შეიმუშაოს რეკომენდაციები სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის".
საბჭო შედგება არაუმეტეს 70 წევრისგან. საბჭოს არანაკლებ 10 და არაუმეტეს 20 წევრი უნდა იყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მუდმივად მცხოვრები პირი. ამასთან, თითო რეგიონიდან წარმოდგენილი უნდა იყოს არაუმეტეს 2 წევრი.

საბჭოს წევრობის მსურველებმა 2011 წლის 11 მარტის 18:00 საათამდე ელ. მისამართზე [email protected] უნდა წარმოადგინონ განცხადებები, რომელიც უნდა შეიცავდეს პირად ინფორმაციას და მოტივაციას, თუ რატომ აქვს სურვილი გახდეს აღნიშნული საბჭოს წევრი (არაუმეტეს ნახევარი გვერდისა).

წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე დაინტერესებულ პირთა კანდიდატურებს განიხილავს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეურვეო საბჭოს.

საბჭოს წევრები თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე (დამატებითი ინფორმაცია იხ. www.gpb.ge სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება #198).

1216

უახლესი