საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებელი მაღალპოლიგრაფიული ჟურნალის გამოცემას იწყებს

გამოქვეყნებულია 2011-05-20 13:15:00


წელს პირველად აღინიშნება საზოგადოებრივი მაუწყებლობის იუბილე. სწორედ 86 წლის წინ, 1925 წელს შედგა პირველი რადიოეთერი, რამაც საზოგადოებრივ მაუწყებლობას მისცა დასაბამი. ამ იუბილეს მნიშვნელოვანი მოვლენა ემთხვევა-გამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მაღალპოლიგრაფიული, საზოგადოებრივი ჟურნალი „მაუწყებელი”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი მედია კომპანიაა საქართველოში, რომელიც კომუნიკაციისთვის ბეჭდვით მედიას იყენებს.
ჟურნალ „მაუწყებლის“ პირველი ნომერი 23 მაისს გამოვა და მიმოიხილავს ფართო აუდიტორიისთვის საინტერესო თემებს, რომელიც ხდება საქართველოში, კავკასიის რეგიონში და მსოფლიოში. აგრეთვე, ჟურნალი გააშუქებს ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებს-სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებებს, მენეჯმენტის მიერ განხორციელებულ რეფორმებს და ა.შ.

პირველი ნომერი მიეძღვნება უმნიშვნელოვანეს თემებს: მაუწყებლობის 86-ე წლისთავს; საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღს - 26 მაისს.

ჟურნალის პირველი ნომრის ავტორები იქნებიან: ზურაბ კიკნაძე, ლევან გახელაძე, აკა მორჩილაძე, დავით კაკაბაძე, დავით პაიჭაძე, ილია ბაბუნაშვილი, თენგიზ ფხალაძე, ვახო სანაია, ია ვეკუა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალი ყოველი თვის ბოლოს გამოვა.

1211

უახლესი