საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ–ს სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივ საბჭოს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2011-07-11 13:19:00


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ახლად შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საზოგადოებრივი საბჭო არის უფრო ფართო წარმომადგენლობითი, ვიდრე სამეურვეო საბჭო. მისი ფუნქციაა, სამეურვეო საბჭოს კონსულტირება იმ საკითხებში, რომელიც მაუწყებელზე არსებული გადაცემების პროგრამირებასა და დაგეგმვას ეხება.

საბჭოში 46 პირი შედის. ისინი ინტენსიურად შეიკრიბებიან და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებს საზოგადოებისგან წამოსულ სურვილებს მიაწვდიან.

ახლად შექმნილ საზოგადოებრივ საბჭოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან. ისინი, ძირითადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთგული მაყურებლები არიან.

1331

უახლესი