საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

„სპიკერი“ თელავში

გამოქვეყნებულია 2011-09-16 13:31:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „სპიკერის“ შემოქმედებითი ჯგუფი დღეს თელავში გაემგზავრა.
გადაცემის პროდიუსერებმა საზოგადოებას ახალი პროექტი გააცნეს და საინფორმაციო ფლაერები გაავრცელეს.

„სპიკერის“ პირველი ქასთინგი თელავის სახელმწიფო თეატრში 8 ოქტომბერს 11:00 საათზე გაიმართება და 5 კანდიდატი შეირჩევა.
თელავის შემდეგ ქასთინგები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

პროექტში მონაწილეობის მსურველებს ასევე შეუძლიათ აპლიკაციის შევსება და გამოგზავნა ვებ-გვერდის საშუალებით: 1tv.ge/speaker
„სპიკერი“ BBC-ის პოპულარული სატელევიზიო პროექტია, რომელმაც 2009 წელს ბრიტანეთის ახალგაზრდა ორატორი - დანქან ჰარისონი აღმოაჩინა.

ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველ თინეიჯერებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. მათ შორის საუკეთესო კი, საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი გახდება.

1398

უახლესი