საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

BBC-ის კონსულტანტმა „სპიკერის“ ჯგუფს ტრენინგები ჩაუტარა

გამოქვეყნებულია 2011-09-22 13:32:00


ახალი სეზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს BBC-ის პოპულარულ სატელევიზიო პროექტ „სპიკერს“ შესთავაზებს.
საქართველოში ჩამოვიდა BBC-ის კონსულტანტი საიმონ ქუიგლი, რომელმაც 19-დან 21 სექტემბრამდე „სპიკერის“ შემოქმედებით ჯგუფს ტრენინგები ჩაუტარა და რეკომენდაციები გაუწია.
ქუიგლი 2009 წელს BBC-ის პროექტ „სპიკერზე“ მუშაობდა და საკუთარი გამოცდილება ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს გააცნო.

BBC-ის კონსულტანტი მაუწყებლის „სპიკერის“ გუნდს პროექტის განხორციელების ეტაპების გამართულად წარმართვაში ეხმარება და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლო პრობლემების მოგვარების საშუალებებზე რეკომენდაციებს უწევს.
სპიკერი BBC-ის პოპულარული სატელევიზიო პროექტია, რომელმაც 2009 წელს ბრიტანეთის ახალგაზრდა ორატორი - დანქან ჰარისონი აღმოაჩინა. დანქანი ერთ-ერთი იყო იმ ათასობით ბრიტანელ თინეიჯერს შორის, რომლებმაც საკუთარი ორატორული უნარი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისა და პროფესიონალი ჟიურის წინაშე გამოსცადეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ქართველ თინეიჯერებს საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ორატორული შესაძლებლობები და საჯაროდ ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე. მათ შორის საუკეთესო კი, საქართველოს პირველი ახალგაზრდა სპიკერი გახდება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებები პირველ ოქტომბრამდე მიიღება, შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი და თბილისი) შესარჩევი კონკურსები ჩატარდება. ქასთინგის შემდეგ, ჟიური 8 კონკურსანტს შეარჩევს, რომლებიც პროექტში მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტ „სპიკერის“ პირველი შესარჩევი კონკურსი 8 ოქტომბერს თელავში გაიმართება.

1410

უახლესი