საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ჟურნალ „მაუწყებლის“ ახალი ნომერი

გამოქვეყნებულია 2011-09-29 13:33:00


გამოვიდა ჟურნალ „მაუწყებლის“ სექტემბრის ნომერი. ეს რიგით მე-4 ნომერია.
მაუწყებლის ამ ნომერში წაიკითხავთ დავით აფრასიძის, რევაზ საყევარიშვილის, გიორგი ცხვიტავას, ნინო გომართელის, თენგიზ ფხალაძის, თორნიკე შარაშენიძის, შოთა იათაშვილის და სხვ. საავტორო ფურცელს, ასევე ბევრ საინტერესო რუბრიკას.

ჟურნალი 128-გვერდიანია და საჩუქრად საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის მიერ მომზადებული ფილმების („პარალელური სამყაროები“ და „ხევსურთა საქმე“) DVD დისკი მოჰყვება.

ჟურნალი მიმოიხილავს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს და სიახლეებს. რამდენიმე გვერდი ეთმობა მედია კრიტიკას, პროზას, სპორტს, ასევე იმ აქტუალურ საკითხებს, რომელთა მიმართაც საზოგადოება ინტერესს ავლენს.
ახალ ნომერში ქვეყნდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოცხადებული ბლოგერთა კონკურსის გამარჯვებულთა ჩანაწერები.

ჟურნალი გამოდის თვეში ერთხელ და ვრცელდება საცალო რეალიზაციის ქსელში, ასევე რიგდება პარტნიორ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

1239

უახლესი