საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი 14-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოში ჩინეთის საელჩო და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
გიორგი ჭანტურიამ შეხვედრები გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ჩინეთის საზოგადოებრივი
მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, ჩინეთის საერთაშორისო რადიოს გენერალური
დირექტორის მოადგილესთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რამდენიმე
ქალაქის მერთან.
მოლაპარაკებები წარიმართა მაუწყებლებს შორის ინფორმაციის გაცვლის
პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების
განხორციელებაზე.