საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თბილისს ლეგენდარული მომღერალი იოვანა ესტუმრება

გამოქვეყნებულია 2011-10-05 13:37:00


თბილისს, 6 ოქტომბერს ლეგენდარული ბერძენი მომღერალი იოვანა ესტუმრება.
მომღერალი ტელევიზიის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ მოიწვია.

იოვანა შეხვდება ტელევიზიის ძველ და ახალ თანამშრომლებს, მონაწილეობას მიიღებს პირველი არხის გადაცემებში.

8 ოქტომბერს კი თბილისობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ გალაკონცერტზე, ქართველ მომღერალ ნანი ბრეგვაძესთან ერთად შესარულებს რევაზ ლაღიძის ცნობილ სიმღერას „თბილისო“. ასევე დაესწრება მიუზიკლს „ქეთო და კოტე“.

იოვანა სამშობლოში 9 ოქტომბერს გაემგზავრება.

1248

უახლესი