საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

თბილისობის დღესასწაულს ცნობილი მომღერალი იოვანა დაესწრება

გამოქვეყნებულია 2011-10-06 13:38:00


ცნობილი ბერძენი მომღერალი იოვანა თბილისობის დღესასწაულს დაესწრება.
იგი საქართველოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მოწვევით, ტელევიზიის 55 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოდის.

ბერძენი მომღერალი დედაქალაქს დღეს 15:00 საათზე ეწვევა. მომღერალს აეროპორტში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ჭანტურია და სხვა თანამშრომლები დახვდებიან.

დაგეგმილია შეხვედრები ტელევიზიის ძველ და ახალ თანამშრომლებთან. ბერძენი მომღერლის ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალ "მაუწყებელშიც" დაიბეჭდება.

1315

უახლესი