საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

იოვანა თბილისში

გამოქვეყნებულია 2011-10-06 13:43:00


ბერძენი მომღერალი იოვანა თბილისში, დღეს 15:00 საათზე ჩამოვიდა.
იგი საქართველოში ტელევიზიის 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მოწვევით ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იოვანას საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დახვდნენ.

მომღერალი თბილისში არაერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. იოვანამ დღესვე გამართა შეხვედრა ტელევიზიის ძველ და ახალ თანამშრომლებთან. მოგვიანებით კი ჟურნალი „მაუწყებელი“ მასთან ინტერვიუს ჩაწერს.

მომდევნო დღეებში იოვანა მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვადასხვა გადაცემაში, ხოლო 8 ოქტომბერს თბილისობისადმი მიძღვნილ გალაკონცერტზე, ნანი ბრეგვაძესთან ერთად რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ შეასრულებს.

1183

უახლესი