საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები კახეთში

გამოქვეყნებულია 2011-10-10 13:43:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონის მოსახლეობასთან – მაუწყებლის ხელმძღვანელობა და შემოქმედებითი ჯგუფი კახეთს ესტუმრა.
თელავის თეატრში საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტის "სპიკერის" შესარჩევი ტური ჩატარდა. შემდგომ ტურში გადასულთა ვინაობას ჟიური 14 ოქტომბერს გაახმოვანებს. „სპიკერი“ მომავალ შესარჩევ ტურს ბათუმში, ხოლო შემდეგ სხვა რეგიონებში გამართავს. ასევე, განსხვავებულ გარემოში და განსხვავებული ფორმატით ჩაიწერა გადაცემა "სამოთხის ვაშლები".

გადაცემის ჩაწერას ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო, მათ კითხვებს კი გადაცემის სტუმარმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ უპასუხა. ადგილობრივებმა მაუწყებლის ახალი პროექტებისა და გადაცემების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. თელაველებმა მაუწყებლის წარმომადგენლებს რამდენიმე ინიციატივაც გააცნეს.

თელავის გამგეობაში კი სპეციალური ყუთი დაიდგა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააგდოს მისთვის საინტერესო კითხვა, რომელზეც პასუხს აუცილებლად მიიღებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მსგავს შეხვედრებს მომავალშიც გეგმავს.

1400

უახლესი