საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-10-10 14:09:00


საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პირველი არხი ავრცელებს განცხადებას ეთერში ბიძინა ივანიშვილის მოწვევასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოსვლა ბიძინა ივანიშვილმა თავად მოითხოვა. ბუნებრივია, მაუწყებელს მის ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. დღეს შედგა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორსა და ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ირაკლი ტრიპოლსკის შორის, რომელზეც მაუწყებელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მზადაა ეთერი დაუთმოს ივანიშვილს არსებული თოქშოუების ფარგლებში.

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე სტუდიაში უნდა მობრძანდეს თავად ბატონი ივანიშვილი და არა რომელიმე მისი ნდობით აღჭურვილი პირი. ივანიშვილთან ინტერვიუ პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცეს მაუწყებლის სტუდიიდან. ამ წინადადებებზე ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან ველოდებით პასუხს.

1276

უახლესი