საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-10-13 14:11:00


ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მისვლაზე უარი თქვა. ამის თაობაზე ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს.

იგივე სააგენტოები ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ბრიფინგებს საკუთარ პრესსამდივნოში გამართავს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი დაესწრება ყველა მის პრესკონფერენციას და შესაბამისად, უზრუნველყოფს მის გაშუქებას.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალაში ტოვებს თავის წინადადებას და სთავაზობს მას პირდაპირ ეთერს, მაუწყებელში არსებული თოქ-შოუების ფარგლებში.

1193

უახლესი