საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-10-19 14:12:00


საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ისევ უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს არხის პოლიტიკურ თოქშოუში და დღემდე ჟურნალისტებთან ურთიერთობს შერჩევითობის პრინციპით.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა უზრუნველყოს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერი, იმ შემთხვევაში, თუ ეს პრესკონფერენცია საერთოდ დაინიშნება და მასზე შეკითხვის დასმის საშუალება ექნება მედიის ყველა წარმომადგენელს და ივანიშვილი ამჯერად მაინც არ იმოქმედებს შერჩევითობის პრინციპით.

აქვე დავძენთ, რომ მაუწყებელი ძალაში ტოვებს პირველ შეთავაზებასაც და კვლავ იწვევს ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქშოუში ბატონ ივანიშვილს.

1223

უახლესი