საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს

გამოქვეყნებულია 2011-10-21 14:12:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივი საბჭოს წევრთა პირველი შეხვედრა 19 ოქტომბერს გაიმართა, რომელზეც შეკრებილ საბჭოს წევრთა უმრავლესობამ საბჭოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი დასვა და განისაზღვრა საბჭოს მუშაობის წესი, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სფეროების მიხედვით რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს.

შეკრებაზე გადაწყდა, რომ საზოგადოებრივი საბჭო სრული შემადგებლობით 4 ნოემბერს შეიკრიბოს, რათა აირჩიოს საბჭოს თავმჯდომარე და შეუდგეს მუშაობას. ასევე გადაწყდა, რომ საბჭოს წევრები თვეში ერთხელ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკისა და სტრატეგიის საკითხებზე, მოახდენენ მაუწყებლის ეთერში გასული გადაცემების რევიზიას და დადებენ შესაბამის რეკომენდაციებს, ასევე, განიხილავენ, თუ რამდენად ადეკვატურად პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ პროგრამულ პრიორიტეტებს.

საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ საბჭოს წევრები თხოვნით მიმართავენ სამეურვეო საბჭოს, შედგეს რიგგარეშე შეხვედრა, რომელზეც საზოგადოებრივი საბჭოს მოქმედებისა და მუშაობის წესი გაცხადდება და წარმოდგენილი იქნება საბჭოს წევრთა ხელთარსებული რეკომენდაციები საზოგადოების აზრის გათვალისწინებით.

1211

უახლესი