საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-10-27 14:14:00


საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ივანიშვილის პრესსამსახურს შორის ნამდვილად მოხდა შეთანხმება პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით უზრუნველყოფის შესახებ. შეთანხმებაზე ინფორმაცია იმავე დღეს საინფორმაციო სააგენტოებს და მედია საშუალებებს დაუდასტურეს მაუწყებელმაც და თავად ირაკლი ტრიპოლსკიმაც. ორივე მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებებში, დაანონსებული იყო ბრიფინგის დანიშვის დრო და თარიღი.

რაც შეეხება ივანიშვილის პრესსამსახურის პრეტენზიას, რომ თითქოს ბრიფინგის ანონსირება უნდა მომხდარიყო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით, ასეთი შეთანხმება ვერ მოხდებოდა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არასდროს არ ახდენს ცალკეული პირების ბრიფინგების ინდივიდუალურ სატელევიზიო ანონსირებას.

შეთანხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან გამოთქმული დაუსაბუთებელი პრეტენზია იწვევს ეჭვს, რომ ივანიშვილს თავად აღარ სურს პრესკონფერენციის ჩატარება და ამის საბაბად საზოგადოებრივ მაუწყებელს ასახელებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ძალაში ტოვებს შეთავაზებას. თუ ივანიშვილი პრესკონფერენციას ჩაატარებს, მაუწყებელი უზრუნველყოფს პირდაპირ ტრანსლირებას - სამშაბათს, 1 ნოემბერს, 16.00 საათზე.

1214

უახლესი