საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-10-31 14:18:00


პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით ივანიშვილის პრესსამსახური ურთიერთგამომრიცხავ მოთხოვნებს აყენებს.

ირაკლი ტრიპოლსკი ბრიფინგის მინიმუმ 40 წუთიან ხანგრძლივობას ითხოვს, მაგრამ ამავდროულად უარს ამბობს ივანიშვილის კერძო საკუთრებაში მოძრავი სატელიტური სადგურის და ტექნიკური პერსონალის შეშვებაზე. ტრიპოლსკის განცხადებით, საკითხის დეტალური განხილვა ივანიშვილის დაცვასთან უნდა მოხდეს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ დრომდე არ აქვს კონკრეტული პასუხი, მოხერხდება თუ არა ბიზნესცენტრის ტერიტორიაზე იმ აპარატურის შეტანა, რომლის გარეშეც პირდაპირი ეთერი ვერ განხორციელდება.

აქვე საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს. რომ მზად არის უზრუნველყოს პრესკონფერენციის პირდაპირი ეთერით გაშუქება, დაუთმოს იმდენი დრო, რამდენი ხანიც საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილებას დასჭირდება.

1212

უახლესი