საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადება

გამოქვეყნებულია 2011-11-01 14:20:00


საზოგადოებრივი მაუწყებელი შეშფოთებას გამოთქვამს შემოწმების იმ უპრეცედენტო და შეურაცხმყოფელი ფაქტის გამო, რომელსაც ადგილი აქვს იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას უნდა დაესწროს.



გადამღებ ჯგუფებს არ აძლევენ კამერის ჩართვის უფლებას, რათა არ დაფიქსირდეს შემოწმების მიმდინარეობა. ამოწმებენ პირად ნივთებსაც, მათ შორის უბის წიგნაკებს გარკვეული ინფორმაციის მოსაპოვებლად ივანიშვილის პრესკონფერენციაზე დასასმელი შეკითხვების შესახებ.

გვინდა მოვუწოდოთ პირადად ივანიშვილს და მის პრესსამსახურს, სასწრაფოდ დაინტერესდეს ამ პრობლემით და მედიასაშუალებებს მისცეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების საშუალება.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ვიდეომასალას საზოგადოებრივი მაუწყებელი დღის მთავარ გამოშვებაში წარმოგიდგენთ.

1278

უახლესი