საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

სსმ–სა და ეროვნულ კინოცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია 2011-11-03 14:20:00


საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება მიზნად ისახავს დოკუმენტური ფილმების წარმოებაში ერთობლივ მონაწილეობას და საავტორო უფლებების დაცვის კუთხით ერთიანი პოლიტიკის გატარებას.
ასევე, შეთანხმების ფარგლებში მოხდება კინოს თემატიკაზე ტელეგადაცემების ერთობლივად წარმოება. ურთიერთთანამშრომლობის მიხედვით, მაუწყებელი კინოცენტრის მიერ დოკუმენტური კინოს წარმოებაში დაფინანსებულ პროექტებს ტექნიკითა და ტექნიკური პერსონალით მხარს დაუჭერს.

შეთანხმებას ხელი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ და კინოცენტრის დირექტორმა თამარ ტატიშვილმა მოაწერეს.

1281

უახლესი