საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ვახო სანაია სტუდენტებს შეხვდა

გამოქვეყნებულია 2011-11-11 14:22:00


საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეჟურნალისტი ვახო სანაია 11 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ვახო სანაია სტუდენტებს გადაცემის მომზადების შესახებ ესაუბრა, გააცნო გადაცემის „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ მომზადების პრინციპები, განიხილა ჟურნალისტური საქმიანობის ზოგადი და კონკრეტული ამოცანები და სხვ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს წამყვანს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

1225

უახლესი