საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

პროექტ "ვინ არის ოლივერის" ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს

გამოქვეყნებულია 2011-12-01 14:23:00


რუსთაველის თეატრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიუზიკლის "ოლივერ ტვისტის" დასადგმელად ემზადება.
ხვალიდან კი ორი მთავარი როლის - ოლივერისა და ნენსის შემსრულებლები ლაივ შოუზე კონკურსის წესით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეირჩევიან.

ამის შესახებ ისაუბრეს დღეს პროექტის ორგანიზატორებმა რუსთაველის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პროექტის "ვინ არის ოლივერი" ორ მთავარ გმირს 9 გოგონასა და 10 კონკურსანტ ბიჭს შორის მაყურებელი სატელეფონო ზარების საშუალებით აირჩევს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი დამდგმელი რეჟისორი მიიღებს.

კონკურსის გამარჯვებული 13 იანვარს გამოვლინდება. ამ დღეს გაირკვევა, ვინ გახდება ოლივერი.

პროექტის პირველი ლაივ შოუ ხვალ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 21:00 საათზე, საინფორმაციო გამოშვება "მოამბის" დასრულების შემდეგ დაიწყება.

1332

უახლესი