საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

ჯგუფი "ქენდი" საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა

გამოქვეყნებულია 2011-12-04 14:31:00


"ბზიკების" შემდეგ "ქენდი". საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება კიდევ ერთხელ მოიპოვა.
ქართველი გოგონები სიმღერით Candy Music 108 ქულით პირველ ადგილზე გავიდნენ. მეორე ადგილი ჰოლანდიას, მესამე კი ბელორუსს ერგო.

კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია საქართველოში ექსკლუზიურად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო. რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალს სომხეთმა უმასპინძლა.

ხვალ, 09:00 საათზე რკინიგზის სადგურში (თბილისი ცენტრალი) ქართველი გულშემატკივარი სომხეთიდან დაბრულებულ გამარჯვებულ გოგონებს დახვდება და გამარჯვებას კიდევ ერთხელ მიულოცავს.

11:00 საათზე Prime Time-ის პრესკლუბში პრესკონფერენცია გაიმართება, 12:00 საათზე კი გამარჯვებულ ჯგუფს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი შეხვდება.

გთხოვთ,ყველას შემოგვიერთდით, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება!

ფოტოგრაფი გარი ბრეისემი (Gary Breyssem)

1395

უახლესი