საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

მიხეილ სააკაშვილმა ჯგუფ "ქენდის" გამარჯვება მიულოცა

გამოქვეყნებულია 2011-12-10 14:41:00


საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე წარმატებულ ქართულ ჯგუფ "ქენდის" საქართველოს პრეზიდენტმა გამარჯვება მიულოცა. მიხეილ სააკაშვილმა ბავშვები პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღო.
პრეზიდენტმა ამ გამარჯვების პოლიტიკურ მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა იმ ქვეყნების საქართველოსთან ურთიერთობაზეც, რომლებმაც კონკურსში ქართულ ჯგუფს ყველაზე მაღალი ქულები დაუწერეს.

ბავშვებმა პრეზიდენტს საჩუქრად საკუთარი დისკი გადასცეს, მიხეილ სააკაშვილისგან კი აიპოდები, მუსიკალური ინსტრუმენტი "იამაჰა" და ლონდონში ინგლისური ენის კურსებზე წასასვლელი საგზური მიიღეს.

1287

უახლესი