საზოგადოებრივი
104.5 FM

გამოკითხვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელ პლატფორმას იყენებთ ყველაზე ხშირად?
ყველა გამოკითხვა

55 წელი ერთად...

გამოქვეყნებულია 2011-12-20 14:44:00


17 დეკემბერს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თავის ღვაწლმოსილ თანამშრომლებს ტელევიზიის 55 წლისთავი მიულოცა. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ის ჟურნალისტები, რეჟისორები, დიქტორები და კავშირგაბმულობის თანამშრომლები, რომლებიც პირველი ტელევიზიის სათავეებთან იდგნენ.
მათ პატარა სატელევიზიო სტუდიაში დაიწყეს დიდი საქმე, ერთი ძველი ტელეკამერით და საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს მედიის ახალ სახეობას, ტელევიზიას.

1956 წელს ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოში აინთო ცისფერი ეკრანი, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა.
ღვაწლმოსილი თანამშრომლები ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში, გადაცემა „მაესტროს“ ჩაწერაზე მიიწვიეს. “მაესტროს” წამყვანმა, კახი კავსაძემ პირველი ტელევიზიის თანამშრომლებს იუბილე მიულოცა, ხოლო ჯანსუღ კახიძის სახელობის სიმფონიურმა ორკესტრმა როსინის უვერტიურა, სპეციალურად მათთვის შეასრულა.

მიწვეული სტუმრებისთვის ფურშეტიც გაიმართა, სადაც მათ სპეციალურად მომზადებული საჩუქრები გადასცეს.

1355

უახლესი